ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება.
ს თავდაცვის ძალების ცნობით, ხან იუნისში, 98-ე დივიზია „ჰამასზე“ ზეწოლას აძლიერებს და ტერორისტულ ობიექტებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ხან იუნისში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი მოკლეს, რამდენიმე მათგანი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გამოყენებას გეგმავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები ღაზას სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებშიც გრძელდება.