ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსი – უახლოეს თვეებში ლიბანში ომის დაწყების შესაძლებლობა გაცილებით მაღალია, ვიდრე წარსულში იყო

უახლოეს თვეებში ლიბანში ომის შესაძლებლობა უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე. ამის შესახებ ს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ჰერზი ჰალევიმ განაცხადა.
ჩრდილოეთ ისრაელში ლიბანში შეტევაზე სიმულაციური წვრთნების დროს სამხედროებთან საუბრისას ჰალევიმ აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები “ლიბანში ბრძოლის მზადყოფნას ზრდის“.
„ღაზაში ბრძოლიდან ბევრი გაკვეთილი გვაქვს, ბევრი მათგანი ძალიან რელევანტურია ლიბანში ბრძოლისთვის, ზოგიერთს მორგება სჭირდება“, – დასძინა მან.
ამასთან, ჰალევიმ აღნიშნა, რომ ლიბანში ისრაელის მიზანი ნათელია.
“ლიბანში ძალიან ნათელი მიზნის მიღწევა გვსურს, რათა ჩრდილოეთში მაცხოვრებლები დავაბრუნოთ, ჩრდილოეთის ყველა დასახლებაში…
არ ვიცი ჩრდილოეთში ომი როდის [მოხდება]. შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს თვეებში მისი დაწყების შესაძლებლობა გაცილებით მაღალია, ვიდრე წარსულში.
შემიძლია გითხრათ, რომ ვფიქრობ, ჩვენ მას ძალიან ბევრი უპირატესობით დავიწყებთ”, – განაცხადა ჰალევიმ.

ასევე დაგაინტერესებთ