ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში “ჰამასის” სამეთაურო სტრუქტურის განადგურება დაასრულეს

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ექვსი პალესტინელი დაიღუპა ს თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე – ინფორმაცია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში “ჰამასის” სამეთაურო სტრუქტურის განადგურება დაასრულეს. ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
მისი თქმით, პალესტინელი მებრძოლები აღნიშნულ ზონაში ახლა მხოლოდ ცალკეულად, მეთაურების გარეშე მოქმედებენ. მისი თქმით, ისრაელმა ღაზას ჩრდილოეთით დაახლოებით 8000 მებრძოლი მოკლა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე: თუკი რამეს ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ ახალი ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია – ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, ასევე, ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შენობების რეაბილიტაცია