ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში სასტიკი ბრძოლები გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში სასტიკი ბრძოლები გრძელდება. ს თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა გასულ ღამეს ღაზაში 250-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, გაანადგურეს „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ინფრასტრუქტურა. ისრაელის სამხედროებმა ჩრდილოთ ღაზაში სკოლის მახლობლად მოქმედი „ჰამასის“ დაჯგუფება გაანადგურეს.
სკოლის ტერიტორიაზე ჯარისკაცებმა გვირაბები და იარაღი აღმოაჩინეს.
დილით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა კიდევ ორი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.