ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი – ისრაელი მზად არის ღაზის სექტორში ბრძოლა განაახლოს, თუ “ჰამასთან” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთი დღით არ გახანგრძლივდება

ისრაელი მზად არის ღაზის სექტორში ბრძოლა განაახლოს, თუ “ჰამასთან” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთი დღით არ გახანგრძლივდება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
“ამ მომენტში წინ ვპროგრესირებთ და დამატებითი მძევლების გათავისუფლებას ველით, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ წინასწარ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში”, – განაცხადა ჰაგარიმ.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა “დაჟინებით მოითხოვა” “ჰამასთან” არსებული შეთანხმების გაგრძელება, რომლის ფარგლებშიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ მძევლად აყვანილი ბავშვები და ქალები უნდა გაათავისუფლოს.
“მედიატორები, კატარი და ეგვიპტე ვალდებული არიან შეთანხმების პირობების შესრულება გაახანგრძლივონ, რათა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაგრძელდეს. ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის ბრძოლის გასაგრძელებლად. მზად ვართ თავდასხმისთვის ნებისმიერ საათში, მათ შორის დღესაც”, – განაცხადა ჰაგარიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…