ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზაში „ჰამასის“ ათობით ობიექტი გავანადგურეთ

ს მოიერიშე თვითმფრინავებმა და დრონებმა, გასული დღის განმავლობაში, ღაზაში „ჰამასის“ კუთვნილ ათობით ობიექტს დაარტყეს, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეები მოიცავდა ინფრასტრუქტურას, რაკეტების გამშვებ პოზიციებს, „ჰამასის“ შეიარაღებულ წევრებსა და სადამკვირვებლო პუნქტებს. ამასთან, ისრაელის საზღვაო ძალებმა ღაზას ცენტრალური სანაპიროს გასწვრივ დარტყმები განახორციელეს.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ იფთაჰის სარეზერვო ბრიგადამ მათ სამოქმედო არეალში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეამჩნია და დრონით დარტყმა მოითხოვა. კიდევ ერთი ინციდენტის დროს, რეზერვისტებმა შენობაში ტერორისტული უჯრედი შენიშნეს და საარტილერიო და საჰაერო მხარდაჭერა მოითხოვეს. იერიშის შედეგად „ჰამასის“ რამდენიმე წევრი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ