ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევის გამო, ირანზე დარტყმას განვახორციელებთ

ირანის რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევის გათვალისწინებით, განვახორციელებთ დარტყმას ძალის გამოყენებით, – ამის შესახებ ს თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა განაცხადა.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას თეირანის ცენტრში რეჟიმის სამიზნეებზე ინტენსიური დარტყმებით.
„პრემიერ-მინისტრთან კოორდინაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, გააგრძელონ ინტენსიური ოპერაცია თეირანზე დასარტყმელად და თეირანში რეჟიმის სამიზნეებისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურის მოსაშლელად“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ორივე რაკეტა მოიგერია.