ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი – ისრაელი ირანის თავდასხმას უპასუხებს

ს თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ჰერცი ჰალევის განცხადებით, ქვეყანა უპასუხებს ირანის სარაკეტო და უპილოტო შეტევას, მაგრამ არ აკონკრეტებს, რა ფორმით განხორციელდება ეს პასუხი.
”ისრაელის ტერიტორიაზე ამდენი რაკეტისა და დრონის გაშვებას პასუხი მოჰყვება,” – განაცხადა ჰალევიმ საჰაერო ძალების სამხრეთ ისრაელში მდებარე ბაზაზე, რომელიც მსუბუქად დაზიანდა თავდასხმის დროს.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის ომის კაბინეტი გუშინ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მეოთხედ შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრმა მ, თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბენი განცმა განიხილეს, როგორ უპასუხო ირანს ისე, რომ დაიცვან ზღვარი ესკალაციასა და შეკავებას შორის.
ტელეკომპანია N12 News-ის ცნობით, რამდენიმე საათიანი შეხვედრის დროს განიხილეს ისრაელის მხრიდან რეაგირების რამდენიმე ვარიანტი, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ ირანი მისი ქმედებებით წითელი ხაზი გადაკვეთა, თუმცა არ გამოიწვევს კიდევ უფრო დიდი პასუხი თეირანის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ