ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი – საპასუხო დარტყმა დასრულდა, მისი მიზნები მიღწეულია – ირანი ისრაელს თავს ორჯერ დაესხა და ამის საფასური გადაიხადა

საპასუხო დარტყმა დასრულდა, მისი მიზნები მიღწეულია, – ამის შესახებ ს თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„საპასუხო დარტყმა დასრულდა, მისი მიზნები მიღწეულია. ისრაელს ახლა მოქმედების უფრო დიდი თავისუფლება აქვს. ირანი ისრაელს თავს ორჯერ დაესხა და ამის საფასური გადაიხადა“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
მისივე თქმით, ისრაელი ღაზასა და ლიბანში ომის მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული.
„ჩვენ ღაზასა და ლიბანში ომის მიზნებზე ვართ ორიენტირებული. სწორედ ირანია, რომელიც ფართო რეგიონული ესკალაციისკენ სწრაფვას აგრძელებს. ვიცით, როგორ ავირჩიოთ დამატებითი სამიზნეები და საჭიროების შემთხვევაში მათ დავარტყათ. ეს მკაფიო სიგნალია: მას ვინც ისრაელს დაემუქრება, ეს ძვირი დაუჯდება“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ