ისრაელის თავდაცვის მინისტრი – „ჰამასის“ განადგურება მარტივი არაა, დროის გარკვეულ პერიოდს მოითხოვს – რამდენიმე თვეზე მეტხანს გაგრძელდება, მაგრამ გავიმარჯვებთ

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომი “რამდენიმე თვეზე მეტხანს” გაგრძელდება. ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან საუბარში განაცხადა.
“ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საკუთარი თავი იმისთვის ააწყო, რომ ისრაელს ებრძოლოს, ააშენეს ინფრასტრუქტურა მიწის ქვეშ და მიწის ზემოთ, მათი განადგურება მარტივი არაა. ეს დროის გარკვეულ პერიოდს მოითხოვს – რამდენიმე თვეზე მეტხანს გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ და მათ გავანადგურებთ”, – განაცხადა გალანტმა.
მან მადლობა გადაუხადა სალივანს აშშ-ის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ “შეერთებული შტატები და ისრაელი საერთო ინტერესებს, საერთო ღირებულებებს იზიარებენ”.
„ამ ომში ჩვენ ასევე საერთო მიზნებს ვიზიარებთ”, – აღნიშნა გალანტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?