ისრაელის თავდაცვის მინისტრი – თუ „ჰამასი“ მძევლების ცხედრების დაბრუნებას გადადებს, ეს შეთანხმების დარღვევა იქნება, ნებისმიერი სახის დაგვიანებას ან თავის არიდებას პასუხი მოჰყვება

თუ „ჰამასი“ მძევლების ცხედრების დაბრუნებას გადადებს, მაშინ ეს შეთანხმების დარღვევა იქნება, – ამის შესახებ ს თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ოთხი ცხედრის დაბრუნების შესახებ „ჰამასის“ მიერ გაკეთებული განცხადება, მის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას წარმოადგენს. ნებისმიერი სახის დაგვიანებას ან განზრახ თავის არიდებას შესაბამისი პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარს გადასცემს.
ღაზაში 28 მძევლის ცხედარი რჩება.