ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი აცხადებს, რომ „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მთავრობის დაშლის მიზეზი გახდება

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ-გვირი აცხადებს, რომ „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მთავრობის დაშლის მიზეზი გახდება.
„დაუფიქრებელი გარიგება = მთავრობის დაშლა“, – წერს ს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ-გვირი X-ზე.ა
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ დაადასტურა, რომ „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების წინადადება მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პალესტინელი პატიმრებისა და „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლებას, ასევე, ღაზაში ბრძოლების ხანგრძლივად შეჩერებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ