ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი – შეშფოთებული ვარ გარიგებით, რომელმაც შეიძლება კატასტროფული შედეგები მოიტანოს

გარიგებამ შეიძლება კატასტროფული შედეგები მოიტანოს, – ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა განაცხადა.
„შეშფოთებული ვარ გარიგებით, რომელმაც შეიძლება კატასტროფული შედეგები მოიტანოს. საუბარია რაღაც გარიგებაზე, ჩვენ დეტალებს გვიმალავენ და სიმართლეს არ გვეუბნებიან. არსებობს ჭორები, რომ ისრაელი შალიტის შეთანხმების მსგავსი შეცდომის დაშვებას ისევ აპირებს“, – აღნიშნა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა.
შეგახსენებთ, დღეს „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”