ისრაელის ელჩი – „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა

„ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლების თაობაზე ისრაელთან ყველანაირი მოლაპარაკება შეწყვიტა, – ამის შესახებ რუსეთში ისრაელის ელჩმა, ალექსანდრე ბენ ცვიმ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ახლა, რამდენადაც მე ვიცი, მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. „ჰამასმა“ ეს საკუთარი ინიციატივით შეაჩერა“, – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, „ჰამასს“ ისრაელის ხელისუფლებისთვის მძევლების სრული სია არ მიუწოდებია.
„მიუხედავად თხოვნისა, „ჰამასს“ არასოდეს წარმოუდგენია სია, ვინ არიან იქ, რა მდგომარეობაში, ცოცხლები არიან თუ არა, დაჭრილები არიან თუ არა. ჩვენ არ ვიცით რა ხდება იქ”, – განაცხადა დიპლომატმა.
მისი თქმით, ისრაელი ყველა მძევლის ერთდროულად გათავისუფლებას ელის.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვინც დარჩებით ლელოში, მინდა დღესვე იცოდეთ, ხართ მზად ეომოთ საკუთარ ხალხს? ხართ მზად პატიმრებს ეჩხუბოთ? ხართ მზად აქტივისტებზე იძალადოთ გასაჩუმებლად? მზად ხართ ქოცების სანქციები დაამუხრუჭოთ?”