ს არმიის ცნობით, წითელმა ჯვარმა ღაზაში გატაცებული მძევლის ცხედარი მიიღო

ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, წითელ ჯვარს 25 ნოემბერს ღაზაში გატაცებული მძევლის ცხედარი გადაეცა, რაც -ის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილია.
„წითელი ჯვრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი მძევლის კუბო
მას გადაეცა” – ნათქვამია არმიის განცხადებაში, რომელიც განმარტავს, რომ ის შემდეგ ღაზის სექტორში განლაგებულ ს არმიას ჩაბარდება.
მძევლების ცხედრების ბოლო გადაცემამდე ისრაელთა დაპირისპირებულ მხარეს ღაზაში კვლავ აქვს სამი მძევლის ცხედარი.
ისრაელმა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. ისრაელის მონაცემებით, 251 ადამიანი მძევლად აიყვანეს.
ისრაელის საპასუხო საომარ მოქმედებებს პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, ემსხვერპლა 67 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესად სამოქალაქო პირები – ამ მონაცემს ღაზის ჯანდაცვის მესვეურები ავრცელებენ, მათ გაერო სანდოდ მიიჩნევს.
ოქტომბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, სხვათა პირობებთან ერთად, პალესტინელთა შეიარაღებულ ჯგუფებს ისრაელისთვის უნდა გადაეცათ მძევლები და ისრაელს უნდა გაეთავისუფლებინა მის საპატიმროებში მყოფი პალესტინელები.

ფორუმი