„ისრაელის არმია მთლიანად ღაზის სექტორზე დაამყარებს კონტროლს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება, გაანადგუროს ჰამასი და გაათავისუფლოს მოსახლეობა. შემდეგ კი ღაზას გადასცემს სამოქალაქო მმართველობას. ჩვენი მიზანი არ არის ღაზის ოკუპაცია ან ანექსია. ჩვენ არ გვინდა იქ სამოქალაქო მმართველობა დავაწესოთ. გვინდა, რომ მმართველობა გადავცეთ არაბულ ძალებს, რომლებიც ტერიტორიას სწორად, ჩვენს მიმართ საფრთხის გარეშე და ღაზელებისათვის ღირსეულად მართავენ”- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ FOX News-სთან ისაუბრა.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ჰამასის შემდგომი მმართველობისთვის შეიქმნება „დეტალური გეგმა“, რომელიც არც ისრაელის სამოქალაქო მმართველობას გულისხმობს და არც პალესტინის ავტონომიის ჩართვას პროცესში.
არაბული წყაროების ცნობით, საუდის არაბეთს, ეგვიპტესა და კატარს ომი სშემდგომი აღდგენის პროცესში მონაწილეობა სურთ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესში ჩართული იქნება პალესტინის ავტონომია.
