ისრაელის არმია აცხადებს, რომ სამხედროთა რაოდენობას ამცირებს სამხრეთ ღაზაში

ს არმიამ ღაზის სექტორის სამხრეთიდან გაიყვანა სამხედროთა ნაწილი, ადგილზე დატოვა ერთი ბრიგადა – აცხადებს ისრაელის არმიის პრესმდივანი 7 აპრილს, ექვსი თვის გასვლის შემდეგ მას მერე, რაც ისრაელმა ღაზაში ომი დაიწყო.
არმია თავის რაოდენობას ღაზაში წლის დასაწყისიდან ამცირებს, რათა რეზერვისტები გაათავისუფლოს – მისი მოკავშირის, ვაშინგტონის ზეწოლის ფონზე ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესების მიზნით. ისრაელის არმიას არ დაუკონკრეტებია სამხედროთა გაყვანის მიზეზები, ან რა რაოდენობის ჯარისკაცები იქნებიან ღაზიდან გაყვანილნი.
ღაზაში ომს ბიძგი მისცა ისრაელზე -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასის” თავდასხმამ 7 ოქტომბერს, რომლის დროსაც მოკლეს 1200-ზე მეტი ადამიანი, მძევლად აიყვანეს 250-მდე პირი.
ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებულ საპასუხო ომს ამ დროისთვის ემსხვერპლა 33 100-ზე მეტი ადამიანი – აცხადებს ტერიტორიის ჯანდაცვის სამინისტრო. ეს მონაცემი არ აკონკრეტებს მსხვერპლის რაოდენობას სამოქალაქო პირებსა და მებრძოლებს შორის, თუმცა სამინისტრო ამბობს, რომ დახოცილთა უმრავლესობა ქალები და ბავშვებია.

ასევე დაგაინტერესებთ