ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა

ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე. მანამდე ს მედია იუწყებოდა, რომ თავდაცვის ძალებმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს ღაზის სექტორის სამხრეთში, ქალაქ ხან-იუნისთან. 24 ნოემბრამდე, ერთკვირიანი ზავის ამოქმედებამდე ისრაელის არმია სახმელეთო ოპერაციას ღაზის სექტორის ჩრდილოეთში ატარებდა.
ისრაელის არმიის პრესმდივანმა დანიელ ჰაგარიმ გასულ ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განაგრძობენ „ჰამასის“ საყრდენი პუნქტების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის გაფართოებას ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე. ჰაგარის თქმით, არმიის სახმელეთო ძალებს დახმარებას უწევენ საჰაერო ძალები და გრძელდება დარტყმები „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრებზე, გვირაბებსა და იარაღის საწყობებზე.
კვირას, 3 დეკემბერს, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას მოუწოდა, დატოვონ ქალაქ ხან-იუნისის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონები და უფრო სამხრეთისკენ გადაინაცვლონ. ამ ტერიტორიას თავს აფარებდნენ სახმელეთო ოპერაციის გამო ღაზის სექტორის ჩრდილოეთ რაიონებიდან გაქცეული პალესტინელებიც.
გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 1,8 მილიონამდე ადამიანმა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 80%-ია.
1 დეკემბერს, ისრაელის არმიამ პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ დაადანაშაულა დროებითი ზავის პირობების დარღვევაში და საბრძოლო მოქმედებები განაახლა. პრემიერ-მინისტრ ს ოფისმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ არ შეასრულა ყველა მძევალი ქალის გათავისუფლების ვალდებულება და ისრაელის მოქალაქეებს რაკეტებით შეუტია.
კატარის შუამავლობით და ეგვიპტის და -ის მონაწილეობით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 22 ნოემბერს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და ღაზის სექტორში მყოფი, ისრაელიდან გატაცებული მძევლების, ძირითადად ქალების და ბავშვების გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი ქალების და მოზარდების გაშვებას და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას, მათ შორის საწვავის შეტანას.
ოთხდღიანი ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა ჯერ ორი, შემდეგ კი – კიდევ ერთი დღით. ისრაელის მთავრობის მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, „ჰამასის” ტყვეობიდან გათავისუფლებულია 110 ადამიანი, მათ შორის 86 ისრაელელი და 24 უცხოელი და მძევლობაში რჩება 137. ერთკვირიანი ჰუმანიტარული ზავის პერიოდში ისრაელის საპატიმროები დატოვა 240-მა პალესტინელმა ქალმა და არასრულწლოვანმა, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ მასობრივ არეულობებში მონაწილეობისა და ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის ბრალდებებით.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 15 000-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასის” მიერ მართულ ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ დაგვშალეს – ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი, ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას

კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

საია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა