ს არმიამ რამალაში ტელეკომპანია „ალ ჯაზირის“ ოფისი დახურა

კვირას ღამით ს სამხედროები შევიდნენ კატარის ტელეკომპანია „ალ ჯაზირას” ოფისში, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ რამალაში მდებარეობს. სამხედროებმა ტელევიზიის თანამშრომლებს გადასცეს ორდერი ბიუროს დახურვისა და მაუწყებლობის 45 დღით შეწყვეტის მოთხოვნით. ტელეარხმა სამხედროებთან მოლაპარაკებები პირდაპირ ეთერში აჩვენა, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა. სამხედროებმა ტელევიზიის კუთვნილი აღჭურვილობა კონფისკაცია მოახდინეს.
„ალ ჯაზირის“ პალესტინის ბიუროს დირექტორმა ვალიდ ალ-ომარიმ განაცხადა, რომ მაუწყებლობის შეწყვეტის ბრძანება პერსონალისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. “ჩვენ გაგებული გვქონდა, რომ [ისრაელის] მთავრობა ამაზე მსჯელობდა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს სამხედრო ადმინისტრაციას არხის დახურვას სთხოვდა. ჩვენ უბრალოდ არ ვიცოდით, რომ ეს დღეს მოხდებოდა,”-განაცხადა არხის ჟურნალისტმა ნიდა იბრაჰიმმა.
პალესტინელი ჟურნალისტების სინდიკატმა დაგმო ისრაელის ქმედებები და მას ჟურნალისტების უფლებების დარღვევა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა უწოდა.
მაისში ისრაელმა დახურა „ალ ჯაზირის ოფისი იერუსალიმში და შეწყვიტა არხის მაუწყებლობა ქვეყანაში, მაგრამ ტელეკომპანია აგრძელებდა საქმიანობას პალესტინის ავტონომიაში. ისრაელის ხელისუფლება არხს ქვეყნის უსაფრთხოების მუქარაში ადანაშაულებს იმის გამო, თუ როგორ აშუქებს იგი ღაზის სექტორში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და მთლიანად რეგიონის მოვლენებს. ისრაელელი მინისტრები ასევე ადანაშაულებენ არხს ისრაელის საწინააღმდეგო პროპაგანდასა და პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასის მხარდამჭერი, ისრაელის საწინააღმდეგო ნარატივების ტრანსლირებაში.
ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, წუხელ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე ასზე მეტი რაკეტა გაუშვეს, მათი უმეტესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვამ გადაიჭირა. ისრაელმა თავდასხმებში დაადანაშაულა ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც -სა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ტერორისტულ არის აღიარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა