ისრაელთან ვაჭრობის შეჩერება მიმართულია იმისკენ, რომ აიძულოს ის, შეწყვიტოს ცეცხლი ღაზაში, – რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა 3 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის გადაწყვეტილება ისრაელთან ვაჭრობის შეჩერების შესახებ, მიმართულია იმისკენ, რომ აიძულოს ქვეყანა, შეწყვიტოს ცეცხლი ღაზის სექტორში.
2 მაისს გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების უკანასკნელი ნიშანია. “ჩვენ მივიღეთ გარკვეული ზომები, რათა ვაიძულოთ , დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების შეშვება” ღაზაში, განუცხადა ერდოანმა ბიზნესმენების ჯგუფს სტამბოლში.
უკვე აპრილში, თურქეთმა – ერთ-ერთმა მცირეთაგანმა მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყნებისგან, რომლებიც ისრაელს აღიარებენ – განაცხადა ექსპორტის შეზღუდვის შესახებ ისრაელში, რაც ვრცელდება პროდუქციის 54 სახეობაზე – რკინა და ფოლადიდან თვითმფრინავის საავიაციო საწვავამდე.
“ჩვენ არ მივდევთ მტრობასა და კონფლიქტს ჩვენს რეგიონში”, – განაცხადა ერდოანმა. “ჩვენ არ გვსურს კონფლიქტის, სისხლის ან ცრემლების დანახვა ჩვენს გეოგრაფიაში”. “ჩვენ ვიცით, რომ სწორი რამ გავაკეთეთ”.
ღაზის სექტორი განიცდის ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც გამოწვეულია ისრაელის ომით ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაცია) წინააღმდეგ და რომელიც 7 ოქტომბერს დაიწყო.
გაერო და ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოები გაფრთხილებას გამოთქვამენ მოსალოდნელი შიმშილობის შესახებ. ომი დაიწყო ჰამასის უპრეცედენტო თავდასხმით ისრაელზე, 7 ოქტომბერს, რის შედეგადაც დაიღუპა 1200-მდე ადამიანი, უმეტესად მშვიდობიანი მოსახლეობა, ისრაელის ოფიციალური მონაცემების მიხედვით.
ისრაელის შეფასებით, ღაზაში კვლავ რჩება 129 მძევალი, რომლებიც ჰამასის მებრძოლებმა თავდასხმის დროს შეიპყრეს. სამხედროების თქმით, მათგან 34 – დაღუპულია.
ჰამასის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე არსებული ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის საპასუხო შეტევის შედეგად, ღაზაში დაიღუპა 34 600 ადამიანი – უმეტესად ქალები და ბავშვები.

ასევე დაგაინტერესებთ