ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ ქალაქ ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ მათ „ჰამასის“ შეიარაღება და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ისრაელელი სამხედროების ინფორმაციით, ქალაქ ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ მათ დაჯგუფება „ჰამასის“ შეიარაღება და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. იქამდე კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა საავადმყოფოს ტერიტორია დაიკავეს, რასაც პალესტინური მხარე ომის დანაშაულს უწოდებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელზე ავიაიერიში არაერთხელ განხორციელდა. „ჰეზბოლას“ თავდასხმაზე საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის სამხრეთში რადიკალური დაჯგუფების სადამკვირვებლო პოსტი დაბომბეს.
ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბერს დაწყებულ კონფლიქტს 1 200-ზე მეტი ისრაელელი და 11 200-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გარდაცვლილებს შორის 4 600 ბავშვია.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას