ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისლანდიური მედია ავრცელებს. ამოფრქვევა ქალაქ გრინდავიკის ჩრდილოეთით, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ვულკანის ლავა ჩრდილოეთით მდებარე სახლებიდან დაახლოებით 450 მეტრშია.
ვულკანის ამოფრქვევას წინ მიწისძვრების სერია უძღოდა. ისლანდიის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირას, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე, გრინდავიკის მახლობლად, სულ მცირე 200 მიწისძვრა მოხდა.