ისლანდიამ დაადასტურა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება კოალიციის დაშლასთან დაკავშირებით და არჩევნების თარიღად 30 ნოემბერი დანიშნა.
როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ Reuters იუწყება.
პრეზიდენტმა ჰალა ტომასდოტირმა 15 ოქტომბერს საღამოს განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და ისინი 30 ნოემბერს გაიმართება.
ისლანდიის კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საკანონმდებლო ორგანოს დაშლის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 45 დღისა.
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე, ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა ბიარნი ბენედიქტსონმა გამოაცხადა მმართველი კოალიციის დაშლის შესახებ, რომელშიც შედიოდნენ დამოუკიდებლობის პარტია, მემარჯვენე ცენტრის პროგრესული პარტია და მწვანეები.