მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ძიუდოს გრანდ “პარი სენ ჟერმენში” ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) და ლაშა ბექაური (-90კგ) იჭიდავებენ, ფრანგულმა გუნდმა ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო.
სოციალურ ქსელში პსჟ-ს ძიუდოს კუთხით ხელმძღვანელმა, ჯამელ ბურასმა კომენტარი გააკეთა:
“მინდა გამოვთქვა კმაყოფილება იმ ფაქტით, რომ ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი და ლაშა ბექაური “პარი სენ ჟერმენის” რიგებში გამოვლენ. ჩვენ ვლაპარაკობთ ძიუდოისტებზე, რომლებიც საკუთარ წონით კატეგორიებში საუკეთესოები არიან, მათ უკან დიდი შედეგებია, მათ შორის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები. მათი ჩამოსვლა კონკურენციას უფრო
გააძლიერებს და გუნდისთვისაც დიდი სარგებლის მომტანი იქნება”.
ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა 9-10 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება. მოქმედი ჩემპიონი ქართული “მებრძოლია”, რომელმაც გასულ წელს გორში მოიპოვა ეს პრესტიჟული ტიტული.