ისინი ერთმანეთს არ ენდობიან – ლევან მაჭავარიანი „მთავარ არხზე“

„მთავარი არხის“ სრული შემადგენლობა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, სახეები არიან და ისინი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მთავარ არხზე“ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
„მთავარი არხი“ და ბატონი ოქუაშვილი და აქეთ ბატონი გაბუნია და ანუ სრული შემადგენლობა არიან ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, სახეები. ერთმანეთში უნდა გაერკვნენ და დაარწმუნონ ერთმანეთი, რომ შეუძლიათ ნდობა გამოუცხადონ ერთმანეთს, მაგრამ როგორც ვხედავთ ისინი ერთმანეთს არ ენდობიან და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იწვევს მათ შორის ურთიერთობის დაძაბვას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
„მთავარმა არხმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია ზაზა ოქუაშვილისა და გოგი ქურდაძის მიმართ ბრალდებებსა და არხის მაუწყებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო