“ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან და რადიკალური ოპოზიციის სიბინძურეზე არ წამოეგებიან” – კახა კალაძე ფეხბურთელებზე

დედაქალაქის მერმა მ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა კონკრეტული ოპოზიციური ძალების მხრიდან ქართველი ფეხბურთელებისგან პოლიტიკური განცხადებების გაკეთების მოთხოვნას უპასა და განაცხადა რომ ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან და რადიკალური ოპოზიციის სიბინძურეზე არ წამოეგებიან.

თბილისის მერის თქმით, ქართველი ფეხბურთელები კონცენტრირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულ თამაშსა და გამარჯვებებზე.

“თუ ვინმეს მართლა არაფერი გაუკეთებია და ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება იკადროს ადამიანმა, ესენი არიან რადიკალები და რადიკალების ოპოზიცია. მათ საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებასთან. პირიქით, გაიხსენეთ, ჩვენს წარმატებულ ფეხბურთლებს როგორ აგინებდნენ, როგორ ლანძღავდნენ. კვარაცხელიას არ დაუტოვეს არაფერი, იმდენი შეურაცხყოფები მიაყენეს. ამას აკეთებდნენ რადიკალები. ვითომ გახარებული არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებით, გულში ყველა დაბოღმილია ამ გამარჯვებით, რადგან რადიკალები არიან. ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იყო, ქვეყნის წინსვლა და ეს მათ, რა თქმა უნდა, არ უხარიათ, ისევე, როგორც არ გაუხარდათ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მიიღო ღირსების შენარჩუნებით და ასე გაგრძელდება მომავალშიც. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ფეხბურთელს უგზავნიან ბევრ შეტყობინებას, შეურაცხმყოფელს, ეს მათი ხელწერაა. ისინი ვერ შეიცვლებიან, ისინი ასეთები იყვნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, უბრალოდ მაშინ მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, პირდაპირ კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ. დღეს ამის რესურსი არ გააჩნიათ და რაც შეუძლიათ, ყველაფერს ბოროტულად იყენებენ და აკეთებენ. არცერთი სპორტსმენი და ფეხბურთელი ამ სიბინძურეზე არ წამოეგება, რადგან ისინი გულანთებულია ახალგაზრდები არიან, ფიქრობენ ფეხბურთზე და სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლებამ, ფეხბურთის ფედერაციამ ამაში უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა, რომ ფეხბურთელი, რომელიც ჩამოდის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ღირსეულად გამოვიდეს მოედანზე და დადოს საუკეთესო შესაძლებლობები. მე მინდა, ბიჭებს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს, კიდევ ბევრი ბრძოლა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, იქაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს?! რა ფასი აქვს დოკუმენტს იმ ინსტიტუტისგან, რომელიც თავისი მოწოდებებით, ეკონომიკური კოლაფსისა და რუსეთთან დაპირისპირებისთვის სწირავდა საქართველოს?!

ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე “ნიუსი” – მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო – ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი მეგობრის მამა. ისე, რანაირი გარეწარი, თვითლუსტრირებული და დაკომპლექსებული უნდა იყო ადამიანი, გასაშავებლად სხვას შენი თანამოაზრეობა დააბრალო

უნდა გავიხსენოთ ყველა დანაშაული, რომელიც მაშინდელმა რეჟიმმა ჩაიდინა 2004 -2012 წლებში, ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები, რათა სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა