ისე კი უნდა იცოდნენ ინტელექტუალობაზე რომ აქვთ პრეტენზია, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო

ისე კი უნდა იცოდნენ ინტელექტუალობაზე რომ აქვთ პრეტენზია, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო, – ასე ეხმიანება ნინო ფოჩხუა ლაშა ბუღაძისა და ს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცისარტყელას ამსახველ ფოტოებს და „ქართული ოცნების” მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.
ფოჩხუას თქმით, ზუსტად სიმბოლურია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გაჟღერებული კანონპროექტის შემდეგ საქართველოს ცაზე გამოსახული ცისარტყელა.
„იქნებ პირიქით არის? ყველაფერი გაუკუღმართებული როგორ უნდა დაიბადოს ამათ დაბინძურებულ თავებში. ისე კი უნდა იცოდნენ ინტელექტუალობაზე რომ აქვთ პრეტენზია, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო. ნოეს კიდობნის დახმარებით ვინც გადარჩა, მათგან დედამიწა ახლიდან დასახლდა. ასე გადარჩა კულტურა- გზა უფლისკენ.
და თქვა ღმერთმა “აღარ მოისპობა აღარანაირი არსება წარღვნებით, ნიაღვრებით და თავისი აღთქმის დასტურად ცაზე ცისარტყელა გადაჭიმა.
ზუსტად სიმბოლურია მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გაჟღერებული კანონპროექტის შემდეგ საქართველოს ცაზე გამოსახული ცისარტყელა“, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ