ისე ასაღებენ, თითქოს ეს ევროპისთვის ერთადერთი მისაღები ფორმაა და სხვა აზრი არ არსებობს, თუმცა ეს ასე არ არის – თენგიზ შარმანაშვილი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაზე

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა „იმედის კვირასთან“ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაზე ისაუბრა.
„ისე ასაღებენ, თითქოს ეს ევროპისთვის ერთადერთი მისაღები ფორმაა და სხვა აზრი არ არსებობს, თუმცა ეს ასე არ არის. თქვენ ნახეთ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ ბუნებრივი ფორმაა, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია.
გასაგები იყო, რომ უკვე მოქმედებაზე გადავიდნენ ეს რადიკალები – როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ე.წ. რადიკალი ლიბერალებიც, რომლებიც თავს ახვევენ მთელს მსოფლიოს ამ გაუგონარ რაღაცებს“, – ამბობს შარმანაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?