“ისეთი მუხტია, ვატყობ, ჩვენ გავიმარჯვებთ” – აქციის მონაწილე, რომელსაც პოლიციამ სცემა

“ბრძოლა გრძელდება და ისეთი მუხტია, ვატყობ, ჩვენ გავიმარჯვებთ” – ამბობს ფორმულასთან საუბრისას აქციის მონაწილე დიმიტრი ბერიძე, რომელიც დღეს სპეცრაზმმა ჯერ წააქცია, შემდეგ კი სცემა.
ბერიძის თქმით, ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
“წამოვიდა პოლიცია ჩვენკენ, რაღაც ნაწილი გავარდა ქუჩის მეორე მხარეს, მეც ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი და უცებ დამარტყეს, დავვარდი და ცოტათი პატარა ზიანი მივიღე, ისეთი არაფერი. კარგად ვარ, ბრძოლა გრძელდება და ისეთი მუხტია, ვატყობ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ან ვრჩები, ან მივდივარ სახლში და ენერგიას ვიკრებთ, რომ ხვალისთვის კიდევ გავაგრძელო”, – ამბობს ბერიძე.
პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, ვითარება დაძაბული იყო. სპეციალური დანიშნულების რაზმები მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.