ისეთი ბულინგი ატეხეს კუბილიუსებმა, უილსონებმა და მთელმა ლიბერალურმა კონგლომერატმა, რომ ჩამოსულიყო, ის უფრო გამიკვირდებოდა

კიდევ დარჩა კითხვები, “დიფ სთეითი” და არაფორმალური გავლენები სად არის ევროპაშიო? – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, პია კაუმას მიერ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებას.
როგორც ქადაგიძე წერს, ლიბერალური კონგლომერატის ბულინგის ფონზე, პია კაუმა საქართველოში რომ ჩამოსულიყო, ის უფრო გაუკვირდებოდა. მისივე თქმით, სანამ სრულად არ მოხდება ლიბერალური დღის წესრიგის დემონტაჟი მსოფლიოში, საქართველოსაც არ დათმობენ.
“კიდევ დარჩა კითხვები, “დიფ სთეითი” და არაფორმალური გავლენები სად არის ევროპაშიო? ერთი დღით ადრე, მოდიოდა და ახლა გადადო ვიზიტი, ისეთი ბულინგი ატეხეს კუბილიუსებმა, უილსონებმა და მთელმა ლიბერალურმა კონგლომერატმა, რომ ჩამოსულიყო ის უფრო გამიკვირდებოდა.
მოკლედ, სანამ სრულად არ მოხდება ლიბერალური დღის წესრიგის დემონტაჟი მსოფლიოში, საქართველოსაც არ დაეთმობიან. რაც უფრო ახლოვდება, ტრამპის ინაუგურაცია, უფრო გავეშებულები ხდებიან, რადგან ბოლო გაფართხალება აქვთ!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც