„ისევ ქოცების იმედზე ვარ მე პირადად“ – ნინო ჯანგირაშვილი

„ისევ ქოცების იმედზე ვარ მე პირადად“ – ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ხალხო, მეტისმეტად მჭმუნვარებაში ვართ ორი დღეა და ცოტა გავერთოთ რა. უსამართლობაა, რომ უყურადღებოდ ჩაიკარგა ამბავი იმის შესახებ, რა ჩლუნგია და რამხელა შარში გახვია ივანიშვილი, სანამ ის მონას მონაზე აგზავნის შტატებში, რომლებიც დაწანწალებენ და იხვეწებიან, რომ ივანიშვილი არ დაასანქცირონ და რამე აღიარებისმაგვარი მაინც მიაშავონ ქოცნებას.წინა კვირას მაღალყელიანი შავი წინდები ხომ ჩააცვეს და დასვეს დარბაისლურად იმედზე, სადაც დიდი “სქემა გახეთქა“. ანუ თქვა, რომ რაც ფარას კანონი ამოქმედდა რადიკალიზმის დაფინანსების სხვა გზების მოძებნას ცდილობენო და “ერთ–ერთი არხი ამხილა/გაშიფრა“.“მაგალითად, ტაილანდიდან, ერთ–ერთი ქვეყნის საელჩოს, ერთ–ერთი მსხვილი დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი ანტიჩინური მიზნებისთვის დაფინანსებული ადამიანები ყავს საქართველოში. სინამდვილეში 99%–ის შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს.ჩვენ ასეთი ბევრი საკითხი შევისწავლეთ და ვხედავთ, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დაფინანსების გადაკეტილი გზები ჩანაცვლდეს სხვა მეთოდებით და ეს არის დიდი სქემა.“ – ბრძანა პატივცემულმა მდინარაძემ.ბევრი დაიბნა მაშინ, ტაილანდი თუ ტაივანი, რა უნდოდა, რისი თქმა უნდოდა, რა შეეშალა. რა შუაშია ბანკოკოში –ს საელჩო?• რა ხდება სინამდვილეში:ბანგკოკის Financial Service Center (USDO 8768) არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ბექ-ოფისის ნაწილი. ანუ ეს არის გადახდის ტექნიკური პუნქტი, სადაც ხდება უცხოური ვალუტაში ჩარიცხვები, ხელფასები, გრანტების თანხები და სხვა მსგავსი ტრანზაქციები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.• აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ორი გლობალური ფინანსური სერვის-ცენტრი – ერთი ჩარლსტონში (აშშ) Charleston, South Carolina (CGFS/CFSC) და მეორე ბანგკოკში (ტაილანდი) Bangkok, Thailand (CGFS/BFSC). ეს ინფორმაცია დევს ოფიციალურად ხაზინის საიტზე.ეს ცენტრები ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის ყველა მისიის ფინანსურ ოპერაციებს:• აქედან ხდება ხელფასებისა და პენსიების გადარიცხვა ამერიკის მთავრობის თანამშრომლებისთვის საზღვარგარეთ;• გრანტების, განათლების და გაცვლითი პროგრამების ხარჯების დაფინანსება;• ტექნიკური ანგარიშსწორება სხვადასხვა ქვეყანასა და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.• ანგარიშგება, აუდიტი სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა ფედერალური უწყებების სახელით, რომლებიც საზღვარგარეთ საქმიანობენ.ანუ, როცა საქართველოს უნივერსიტეტი ან NGO იღებს USAID-ის გრანტს, ტრანზაქციის ამონაწერში შეიძლება ეწეროს „Bangkok/USDO 8768“, რაც იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ტრანზაქცია ბანკოკის ფინანსური ცენტრის ანგარიშიდან შესრულდა,რადგან ეს არის აშშ-ის გლობალური საერთაშორისო გადასახდელების კვანძი. ბანკოკში აშშ–ს საელჩო საერთოდ არაფერ შუაშია.როგორც ჩანს, ამონაწერებში ბანკოკის დანახვით ისე გაქაჯდნენ, რომ ღია წყაროებითაც კი არ გადაამოწმეს რა შუაშია ბანკოკი.ქლიავმა მდინარაძემ და სუსის საქლიავეთმა დაასკვნეს, რომ რაღაც დიდი ფინანსური სქემა გახეთქეს ბანკოკის აღმოჩენით და ფაქტიურად აშშ–ს სახელმწფიო დეპარტამენტი აქ რადიკალიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულეს, რასაც მოჰყვა კიდევაც შესაბამისი რეაქცია. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ელჩი დაიბარა და პროტესტი გამოხატა ამ ბრალდებებზე. აუხსნიან ალბათ ქოც ინდაურს რას ნიშნავს “ბანკოკიდან დაფინანსება“.მოკლედ, ისევ ქოცების იმედზე ვარ მე პირადად. იმდენ სიგიჟეს იზამენ, სულ რომ გულით უნდოდეს ვინმეს ამათთან ჩახუტება შანსს არ დაუტოვებენ.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული

გიორგი შარაშიძე – ჩვენი პარტიული სიით გასული დეპუტატები საკრებულოებში შევლენ, პარლამენტის ბოიკოტი კი იყო შეცდომა, რისი გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს – ვაკეთებთ ანალიზს და მივიღებთ გადაწყვეტილებას