ისევ უკრაინას ადანაშაულებს, ავადმყოფი და ცინიკური არსებაა – ზელენსკი პუტინზე

უკრაინის პრეზიდენტი, პუტინის მხრიდან უკრაინისკენ მიმართულ ხელახალ ბრალდებებს გამოეხმაურა და ტერაქტში დადანაშაულების ფონზე ს პრეზიდენტს “ავადმყოფი და ცინიკური არსება” უწოდა.
“დღეს პუტინი ისევ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ამას კვლავ ტელევიზორში აშუქებდნენ. ისევ ადანაშაულებს ს, ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. მისთვის ყველა ტერორისტია, საკუთარი თავის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი ათწლეულია ტერორით სწორედ ის საზრდოობს. სწორედ ის არის ტერორის ყველაზე დიდი ფანჯარა, ის და მისი სპეცსამსახურები. როცა ის აღარ იქნება, ტერორსა და ძალადობაზე მოთხოვნა მასთან ერთად გაქრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა და არავისი სხვისი”. – თქვა ზელენსკიმ.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კროკუს სითი ჰოლზე მოწყობილ ტერაქტთან დაკავშირებულ სხდომაზე თავდასხმაში კვლავ უკრაინა და ასევე დასავლეთი დაადანაშაულა.
“ვიცით, რომ დანაშაული ჩადენილია რადიკალი ისლამისტების ხელით, რომელთა იდეოლოგიასაც თავად ისლამური სამყარო საუკუნეებია რაც ებრძვის. თუმცა ასევე ვხედავთ, რომ სხვადასხვა გზებით ცდილობს დაარწმუნოს თავისი სატელიტები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები იმაში, რომ, მათი სადაზვერვო ინფორმაციით, მოსკოვის ტერაქტში ს კვალი თითქოს არაა, რომ სისხლისმღვრელი ტერაქტი ისლამის მიმდევრებმა ჩაიდინეს, რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს წევრებმა. ვიცით, ვისი ხელით არის ჩადენილი ეს ბოროტმოქმედება რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გვაინტერესებს, ვინაა დამკვეთი. ჩვენი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველი ორგანოების ერთობლივი მუშაობის შედეგად უნდა მივიღოთ პასუხები რიგ შეკითხვებზე. მაგალითად: ნამდვილად აინტერესებდათ თუ არა რადიკალებს, მეტიც, ტერორისტული იდეოლოგიის ისლამურ ორგანიზაციებს მიეტანათ დარტყმა რუსეთზე, რომელიც დღეს აღმოსავლეთში გამწვავებული კონფლიქტის სამართლიან გადაჭრას ემხრობა?” – თქვა პუტინმა.