ისაუბრეს თუ არა ტრამპმა და პუტინმა? – კრემლი მედიის ცნობებს უარყოფს

შედგა თუ არა სატელეფონო საუბარი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, ამ დროისთვის უცნობია. ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ და ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ მიერ, წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი შედგა, კრემლი კატეგორიულად უარყოფს.
ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ არ უარყვია და არც დაუდასტურებია ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს. ს ვებგვერდზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ იძებნება. ტრამპის კომუნიკაციების დირექტორი, სტივენ ჩუნგი AFP-სთან წერილობითი კომუნიკაციის დროს განმარტავს, რომ „არ აკეთებს კომენტარს პრეზიდენტ ტრამპსა და სხვა მსოფლიო ლიდერებს შორის პირად ზარებზე“.
კრემლში კი ამბობენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს არის სრული სიცრუე. ეს არის ფიქცია, ეს არის უბრალოდ ცრუ ინფორმაცია. არანაირი საუბარი არ ყოფილა”, – ამბობს კრემლის სპიკერი, ბრიტანულ საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს.
“ვაშინგტონ პოსტი“ და ბრიტანული „როიტერი“, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, არ მოეხდინა ში ომის ესკალაცია. “როიტერის” ინფორმაციით, ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებული იყო უკრაინის ხელისუფლებაც.
„ვაშინგტონ პოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სატელეფონო საუბრის დროს, ტრამპი ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში იმყოფებოდა. წყარო გამოცემასთან საუბარის დროს ამბობს, რომ ზარის მიზანი „ში ომის საკითხის დროული გადაწყვეტა“ იყო.
ამერიკის ოფიციალურ პირებს, ბაიდენის ადმინისტრაციიდან, ამ დრომდე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამბობდა, რომ ის უკრაინაში ომს ერთ დღეში დაასრულებდა. ტრამპი განმარტავდა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, ეს ომი არ დაიწყებოდა. ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ომი და მშვიდობა იყო, იმაზე ხაზგასმით, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, 2016-2020 წლებში ომი არ დაწყებულა.
ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ იფნორმაციის გავრცელებამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. არსებული ინფორამციით, ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარს ილონ მასკიც ესწრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ – ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ

ირაკლი კირცხალია – ვსაუბრობთ ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე, რაც კონვერტირდება ერთ რაიონში ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების სამთავრობო ქალაქის შექმნის იდეაში – ეს არცერთ ვარიანტში ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს