ისანში მონაცემთა ცენტრისა და ჰესის მშენებლობა იგეგმება
თბილისში მონაცემთა ცენტრისა და ჰესის მშენებლობა იგეგმება. უფრო კონკრეტულად, როგორც გარემოს დაცვით საინფორმაციო პორტალზე ატვირთული დოკუმენტებიდან ჩანს, იგეგმება, რომ 5.7 მგვტ სიმძლავრის მონაცემთა ცენტრი „ბილიკი“ და 3.7 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰესი „თბილისი უოთერფოლს“ ისანში აშენდეს.
შესაბამისი პროექტი განმახორციელებმა კომპანიებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გზშ სკოპინგის დასკვნისთვის უკვე წარუდგინეს.
დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ჰესის მშენებლობა განკუთვნილია სწორედ ამ მონაცემთა ცენტრის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის.
რაც შეეხება პროექტის განმახორციელებელ კომპანიას, როგორც თანდართულ დოკუმენტებში ვკითხულობთ, პროექტის განმახორციელებელი წამყვანი სუბიექტია შპს „ჯორჯიან გრინ ენერჯი“, ხოლო პარტნიორი შპს „დიჯითალ ბილიკი“.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „ჯორჯიან გრინ ენერჯი“ ოფიციალურად 2019 წლიდან არის დარეგისტრირებული. კომპანიის 70%-ანი წილი ეკუთვნის აზერბაიჯანის მოქალაქეს შაჰინ მოვსუმოვს, ხოლო 30% სააქციო საზოგადოება „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს”. კომპანიას მართავს დირექტორთა საბჭო, რომელის თავმჯდომარეა რამიზ მამმადოვი.
რაც შეეხება შპს „დიჯითალ ბილიკის“, კომპანია რეესტრში 2025 წელს არის რეგისტრირებული, მისი 60%-ის მფლობელია ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე შაჰინ მოვსუმოვო, ხოლო 40%-ს ვლადიმერ ქვილითაია ფლობს.
www.bpn.ge




