ისაკო დევიძის სახლიდან ივანიშვილის პოლიციამ დედის ოპერაციისთვის, სესხად გამოტანილი ფული წაიღო

ისაკო დევიძის სახლიდან ივანიშვილის პოლიციამ სესხად გამოტანილი ფული წაიღო, რომელიც ისაკოს დედის ოპერაციისთვის იყო განკუთვნილი:
“ისაკო დევიძე დააკავეს.
სახლიდან წაიღეს მისი, მისი დის და დედის პირადი და სამსახურეობრივი ნივთები.
წაიღეს თანხა, რომელიც ისაკოს დედამ სესხად გამოიტანა რამდენიმე დღის წინ, იმისთვის რომ ოპერაცია გაეკეთებინა.
წაიღეს საქართველოს და ევროკავშირის დროშა.
გადმოაყირავეს ყველაფერი და გასარეცხ ტანსაცმელშიც კი იქექეს”- წერს გიორგი ნონიაშვილი სოციალურ ქსელში.
პოლიციამ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე ცოტა ხნის წინ დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე