ისაკის უარი და შანსი “ლივერპულს” – შვედის მომავალი ჯერჯერობით ბუნდოვანია

GiveMeSport-ის ინფორმაციით, “ნიუკასლის” 25 წლის ფორვარდმა ალექსანდრ ისაკმა თავის ამჟამინდელ გუნდს კონტრაქტის გახანგლძრივებაზე ჯერჯერობით უარი შეუთვალა.
შვედი ახალ შრომით ხელშეკრულებას და “სენტ ჯეიმს პარკზე” დარჩენას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
სიტუაციას აქტიურად აკვირდება “ლივერპული”. “მერსისაიდელებს” სავარაუდოდ, მოჰამედ სალაჰი დატოვებს და შვედიც მის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად ითვლება.
“კაჭკაჭები” ფეხბურთელს საკმაოდ ძვირად აფასებენ და თუ მას შეელევიან, ამას 120 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ აპირებენ.
მიმდინარე სეზონში ისაკმა ყველა ტურნირზე “ნიუკასლის” რიგებში 33 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და
5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში