ირმა ჩხეიძე გარდაიცვალა

90 წლის ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ირმა ჩხეიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში დედის, ირმა ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას აზიარებს.

“ზმნასთან” ინტერვიუში ამბობდა:

თაკო ჩარკვიანი: დედამ გულის შუნტირება წლების წინ გაიკეთა. სარქველის ოპერაცია ვერ გავაკეთეთ, ისეთ მძიმე მდგომარეობაშია. გლაუკომის ნიადაგზე ასპროცენტიანი სიბრმავე შეიძინა. რვა წელი ხდება, რაც ასეა. მამა რომ გარდაიცვალა, გლაუკომამ მაღალი წნევა გამოიწვია და ასე დაკარგა მხედველობა.

დედამ არ იცის მამუკას გარდაცვალება. არ მოვისვენე და რამდენიმე მოძღვარს დავეკითხე; მითხრეს, რომ არ მეთქვა ეს მისთვის. ან რა აზრი აქვს? ვინც ნახა, იცის, რომ ის ჩვეულებრივი ცუდად მყოფი პაციენტი არ არის. არაჩვეულებრივად მძიმე პაციენტია. ყოველ დილით ცოცხალი რომ მხვდება ის მიხარია და აბა, რას ვეტყოდი მის მდგომარეობაში?!

მამუკას გარდაცვალების მეორე დღეს მკითხა: მთაწმინდაზე იყავი ასული? ვიყავი-მეთქი. აბა, გამაგებინე თვალს რომ დავხუჭავ და ჩამეძინება, გავახელ თუ არა, ეს ორი დღეა რატომ მიზის ჯანსუღი აქ?! ეს ხომ არის შეგრძნება, ინფორმაციის შემოსვლა ტვინში, სხეულში. ეს სამყაროს დიდი ენერგეტიკაა.

“დედა, მამას გარდაცვალების შემდეგ, სრულიად დაბრმავდა. 5 წელია, რაც გლაუკომის დიაგნოზი დაუდგინეს, თითქოს არ პროგრესირებდა დაავადება, თვითონ დადიოდა ჩვეულებრივად, მაგრამ ჯანუკის გარდაცვალების საღამოს, იმ დღესვე, მთლიანად დაკარგა მხედველობა. ანუ კი არ დაქვეითდა, არამედ სრულიად დაკარგა მხედველობა” – წერს ჩარკვიანი დედაზე.

„ცისფერი კესანები“ ბევრის საყვარელი სიმღერაა. აი რას იხსენებს თაკო ჩარკვიანი: ლექსი ჯანსუღმა ახალგაზრდობაში მიუძღვნა მეუღლეს, ირმა ჩხეიძეს. მოგვიანებით კი მამუკამ ამ ლექსზე სიმღერა შექმნა…