ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიის იუსტიციის მინისტრი, ჯიმ ო’კალაჰანი და ირლანდიური მედია ავრცელებენ.
„წინა ღამეს ჩემი დეპარტამენტის მიერ შეკვეთილმა თვითმფრინავმა დუბლინი დატოვა თბილისის მიმართულებით 32 ადამიანით, რომლებმაც აქამდე სადეპორტაციო ორდერები მიიღეს. თვითმფრინავი ახლა დაჯდა და ხალხი მშვიდობით დაბრუნებულია საქართველოში. მადლობა მინდა გადავუხადო გარდას [ირლანდიის ეროვნულ პოლიციას] და ოფიციალურ პირებს ჩემს დეპარტამენტში ამ ფრენის კოორდინაციისთვის“, – წერს ო’კალაჰამი X-ის პირად გვერდზე.
ირლანდიიდან 32 დეპორტირებულ ადამიანს შორის 28 მამაკაცია, 3 ქალი და 1 ბავშვი.
ო’კაჰანმა დეპორტაციას „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა და აღნიშნა, რომ უფრო მეტი სადეპორტაციო ფრენა ჩაინიშნება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაზე ზეწოლის შესამცირებლად „ზოგადად უსაფრთხო“ ქვეყნებიდან ხალხის ინფორმირებაა საჭირო, რომ თავშესაფრისთვის მათი განაცხადი დიდი ალბათობით უარყოფილი იქნება.
„თუ ისინი თავშესაფარს ეძებენ ირლანდიაში – რა თქმა უნდა, ის შეფასდება – დიდი ალბათობაა იმისა, რომ თავშესაფარზე უარს მიიღებ თუ საქართველოდან ხარ“, – განაცხადა ო’კაჰანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)