ირინა სარიშვილი: რუსთაველზე მყოფ აქტივისტებს შეიძლება არ ესმოდეთ, მაგრამ თქვენ ხომ გესმით, პოლიტიკოსებო?! ვის ატყუებთ – ჩვენ თუ საკუთარ თავებს?!

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი:
ყველაზე დიდი ელექტორატის მქონე პარტიებს აუქმებენ; დანარჩენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებენ;
ემიგრანტებს ფაქტობრივად ართმევენ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებას;
ქმნიან დოკუმენტებს, რომლითაც როგორც ოკუპანტი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და ბოდიშს უხდიან სეპარატისტებს და ოკუპანტებს…
აღარაფერს ვამბობ უკანონო დაპატიმრებებზე; განუკითხაობაზე ყველგან და ყველაფერში;
და აი ამ რეჟიმისგან მოვითხოვთ რომ მანვე დანიშნოს და ჩაატაროს თუნდაც რიგგარეშე ?!!
რუსთაველზე მყოფ აქტივისტებს შეიძლება არ ესმოდეთ, მაგრამ თქვენ ხომ გესმით, პოლიტიკოსებო?! ვის ატყუებთ – ჩვენ თუ საკუთარ თავებს?!
ერთხელ მაინც დადექით ყველა ერთად და ის მაინც მოახერხეთ რომ ერთობლივი განცხადებით თხოვნით მიმართოთ არა რეჟიმს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებს (ევროკავშირი, ეუთო, გაერო) რომ მათი სრული საარჩევნო მანდატით ჩატარდეს . თქვენ ხომ იცით რომ ამის პრეცედენტები არსებობს! ეს მაინც გააკეთეთ, ოღონდ არა ცალ-ცალკე, მხოლოდ ერთად, ყველამ ერთად!
მოწყდით ცოტა ხნით ერთმანეთთან ქიშპს, ილუზიებს! ნუ კარგავთ დროს საარჩევნო სიებზე ფიქრში! თავზე გადაგახევთ ეს რეჟიმი მაგ სიებს!
იმოქმედეთ! რამე გააკეთეთ ერთად!

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან