ირინა სარიშვილი: რას ნიშნავს გადავფურცლოთ 4 ოქტომბერი? რატომ უნდა გადავფურცლოთ?… მაშინ მართლები ყოფილან, ვინც 9 აპრილის მსხვერპლს ეროვნულ მოძრაობას აბრალებდა!

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი:
რას ნიშნავს გადავფურცლოთ 4 ოქტომბერი?
რატომ უნდა გადავფურცლოთ?
რა მოხდა 2025 წლის 4 ოქტომბერს?
2025 წლის 4 ოქტომბერს:
1. ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია სახელწოდებით ““, რომელშიც ამომრჩეველთა მხოლოდ 20 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც ნიშნავს ამ ოპერაციის და მაშასადამე რეჟიმის სრულ პოლიტიკურ კრახს და ეს კრახი, სამწუხაროდ, გადაუნაწილდა ოპოზიციის იმ აწ უკვე ყოფილ ნაწილს, ვინც ამ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა და ამით საბოლოოდ გაფორმდა რუსული რეჟიმის სათადარიგო შემადგენლობად.
ეს პოლიტიკური კრახი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსული ოცნების ის რაოდენობრივი “წარმატება” – 20 პროცენტის 80 პროცენტი, რაც დროებითია და მალე დასრულდება ოპოზიციის და ხალხის სწორი სტრატეგიის შემთხვევაში.
2. რუსული სპეცოპერაციის პარალელურად ჩატარდა მრავალათასიანი სახალხო (ეროვნული) კრება, რომელმაც მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი – დეკლარაცია, რომელითაც ხალხი ართმევს უზურპატორს უკანონოდ მიტაცებულ ძალაუფლებას და ხელისუფლებად წოდებულ რუსულ რეჟიმს აცხადებს ანტიკონსტიტუციურად. ეს არის არა რომელიმე პარტიის, არამედ ხალხის დოკუმენტი და მისი მნიშვნელობა განუზომლად მეტია, ვიდრე ფიზიკური მარცხი პრეზიდენტის სასახლესთან. ეს დეკლარაცია უნდა გახდეს ყველა ჩვენი შემდგომი ნაბიჯის საფუძველი რუსული რეჟიმის მოკლე დროში დასამარცხებლად.
ჰოდა კიდევ ერთხელ გეკითხებით ყველას: რატომ უნდა გადავფურცლოთ 4 ოქტომბერი, სადაც რუსულ სპეცოპერაციაში სახელწოდებით “არჩევნები” რუსული ოცნება თავის სათადარიგო შემადგენლობასთან ერთად პოლიტიკურად დამარცხდა?! რატომ – იმიტომ რომ შემდეგ ამ სათადარიგო შემადგენლობასთან, ანუ რუსული რეჟიმის ნაწილთან გავრიგდეთ?!
რატომ უნდა გადავფურცლოთ, ანუ უარი ვთქვათ 4 ოქტომბრის სახალხო (ეროვნული) კრების უმნიშვნელოვანეს დეკლარაციაზე, რომლის ავტორი ხალხია და არა რომელიმე პარტია?! ხალხს ვუპირისპირდებით?! და რისთვის – ამ რეჟიმთან და მათ ნაწილებთან ერთად რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებზე – ანუ ახალ რუსულ სპეცოპერაციაზე შევთანხმდეთ?! და ამიტომ ვიშვერთ ხელს ყოვლად უსირცხვილოდ სახალხო კრების ორგანზატორებისკენ, რომლებმაც სრულიად შეგნებულად საკუთარი სიცოცხლე და თავისუფლება გადადეს და ციხეშია ყველა?! ფიზიკური მარცხის გამო, რომელსაც საკუთარი თავის გარდა ყველას და ყველაფერს ვაბრალებთ და ეს ადამიანები უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილოებად, უარესში კი დამნაშავეებად გამოგვყავს, ოღონდ საკუთარი თავები დავიძვრინოთ ამ მდგომარეობიდან, ამიტომ?! რას ვერჩით ამ ხალხს – რეჟიმი გააბრაზეს და ამიტომაა რეპრესიებიო?! მაშინ მართლები ყოფილან, ვინც 9 აპრილის მსხვერპლს ეროვნულ მოძრაობას აბრალებდა! ისინიც მართლები ყოფილან ზელენსკის რომ აკისრებენ პასუხისმგებლობას რუსეთთან ომში! ჩვენთანაც სააკაშვილის ბრალი ყოფილა და საქართველოს დაუწყია ომი სამაჩაბლოში და არა რუსეთს!
სირცხვილია, პოლიტიკოსებო და ექსპერტებო, ვისაც ეს გეხებათ, ასეთ დროს საკუთარი ეგოების ფხანა, მაშინ როცა ერთად დგომა და გამბედაობაა საჭირო!
უკრაინელები სისხლს ღვრიან გამარჯვებისთვის, მათ შორის ჩვენი გამარჯვებისთვისაც და ჩვენ მხოლოდ ერთად დგომა და გამბედაობა მოგვეთხოვება, მეტი არაფერი!
გამოვფხიზლდეთ!

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა