ირინა გუნცაძე: ვუსურვებდი ჩვენს ფეხბურთელებს შემდგომ გამარჯვებებს და ჩვენს უსამართლოდ დატყვევებულ ბიჭებს კი თავისუფლებას!

“უსამართლობა-ტრაგიზმის გამოვლინების ერთ ერთი ფორმა! ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ხომ ზუსტად ვიცით რომ უნდა ევროპა! რატომ გვიხარია კვარას გამარჯვება, იზოლაციაში რომ იყოს კვარა, კვარა ხომ ვერ იქნებოდა! რისთვის დაატყვევეს კვარას ასაკის ან მასზე უფრო პატარა ასაკის ბიჭები საერთოდ რა ასაკისაც არ უნდა იყვნენ-ადამიანები, ხომ ყველამ ვიცით რომ ისინი აპროტესტებდნენ ევროპისთვის, რომ ჩვენ ქართველებს სიცოცხლის საშუალება მოგვცემოდა და არა არსებობის იმ უსამართლობაში სადაც ეხლა ვართ. თუ ჩვენი რეჟიმის ტყვეები გულშემატკივრობენ ქართველ ფეხბურთელებს მთელი გულით და ამაყობენ მათი გამარჯვებებით, რატომ არ უჩნდებათ ჩვენს ევროპაში გასულ სპორტსმენებს უსამართლოდ ჩაკეტილი ახალგაზრდების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის და მეტიც მათი თავისუფლებისთვის ხმის ამოღების სურვილი!? ეს ასეთი ძნელია!? გარწმუნებთ მათი ერთი პრესკონფერენცია ამ ახალგაზრდების დახსნის საკითხზე ისეთი რეზონანსული იქნებოდა, უბრალოდ მთელი მსოფლიო გაიგებდა რა ტრაგიზმში იმყოფებიან ადამიანები საქართველოში, დააფასებდნენ მათი სოლიდარობის უნარს და აქ თბილისში ნადვილად დადგებოდა უსამართლოდ დაჭერილი ბიჭების განთავისუფლების საკითხი! ძალიან უსაშველოა რისი სურვილიც მიჩნდება? უბრალოდ ვერ მივიღებ პასუხს “სპორტი გამიჯნულია პოლიტიკისგან” ჯერ ეს ერთი არაფერი არ არის გამიჯნული პოლიტიკისგან, ყველაფერი პოლიტიკაა (პოლის ქალაქია და იქ მცხოვრები ადამიანები მოქალაქეები, რომლებსაც გარდა თავისი პროფესიისა მოქალაქეობრივი პასუხიგებლობა ევალება!) ვუსურვებდი ჩვენს ფეხბურთელებს შემდგომ გამარჯვებებს და ჩვენს უსამართლოდ დატყვევებულ ბიჭებს კი თავისუფლებას!” – წერს სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე,  ირინა გუნცაძე.