ირანში 2 აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა – ირანის პრეზიდენტი აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს

ირანში 2 აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა – დაშავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს. აფეთქება ქალაქ ქერმანში გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს მოხდა, მაშინ, როცა გენერლის გარდაცვალების მე-4 წლისთავზე სამგლოვიარო მსვლელობა მიმდინარეობდა.
ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ აფეთქებებს “ტერორისტული თავდასხმა” უწოდა, რომელსაც სასტიკი პასუხი გაეცემა. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ტერორისტებმა დისტანციურად გაააქტიურეს.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ირანის პრეზიდენტი, აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ ამ დანაშაულისთვის მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ.
“მე ვაფრთხილებ სიონისტურ რეჟიმს, თქვენ ინანებთ ამას, თქვენ ფასს გადაიხდით ამ დანაშაულისთვის. ღრმად ინანებთ დანაშაულებს, რომლებიც თქვენ ჩაიდინეთ,” – აცხადებს ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი.

ასევე დაგაინტერესებთ

არ მომეწონა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები – მარტივია, მეც გავემიჯნო პროცესს და ვთქვა, რომ არაფერი არ ვიცოდი, რას გეგმავდა პაატა ბურჭულაძე, მე რა ვიცი, შეიძლება გადატრიალებას გეგმავდა, შეიძლება რაღაც სხვას გეგმავდა, ფაქტია, რომ კარგს არაფერს გეგმავდა, იმიტომ, რომ დღეს აგერ ვდგავართ და არაფერი გამოვიდა