ირანში სიკვდილით ფარულად დასაჯეს შარშანდელი საპროტესტო აქციის მონაწილე

ირანში სიკვდილით ფარულად დასაჯეს შარშანდელი ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილე, 21 წლის მილად ზოჰრევანდი.
ამის შესახებ იტყობინება “ბი-ბი-სის” სპარსული სამსახური წყაროებზე დაყრდნობით. უფლებადამცველი ჯგუფი Hengaw-ი აცხადებს ასევე, რომ მიიღო ინფორმაცია სიკვდილით დასჯის შესახებ. “ბი-ბი-სის” წყაროები ამტკიცებენ, რომ ზოჰრევანდი 23 ნოემბერს დასაჯეს სიკვდილით ირანის დასავლეთში, ქალაქ ჰამადანის ციხეში.
მას ბრალად ედებოდა საპროტესტო აქციის დროს მ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის სამსახურის ოფიცრის მკვლელობა. გავრცელებული ინფორმაციით, ზოჰრევანდს უარი ეთქვა ადვოკატზე. ირანის ხელისუფლებას მისი სიკვდილით დასჯა ოფიციალურად არ გამოუცხადებია. “ბი-ბი-სის” წყაროები ასევე აზუსტებენ, რომ ზოჰრევანდის ცხედარი ჯერ ოჯახისთვის არ დაუბრუნებიათ. თუ ზოჰრევანდის მოკვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა, ის შარშანდელი საპროტესტო აქციების მერვე მონაწილე იქნება, რომელიც სიკვდილით დასაჯეს.
• შარშან სექტემბერში, თეირანში, თავსაფრის არასწორად ტარების გამო მორალის პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავების შემდეგ, გარდაიცვალა ირანელი ქურთი მაჰსა ამინი. დაკავების შემდეგ ის საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც გარდაიცვალა. ნათესავები მიიჩნევენ, რომ ის ცემით მოკლეს პოლიციის განყოფილებაში.
• ამინის სიკვდილმა ხანგრძლივი მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია ირანში. უფლებადამცველების ინფორმაციით, საპროტესტო აქციებისა და პოლიციასთან შეტაკებების დროს, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
• Iran Human Rights-ის შეფასებით, ამ წლის დასაწყისიდან ირანში 200-ზე მეტი სასიკვდილო განაჩენი იქნა აღსრულებული, გასულ წელს – 582. მათ შორის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ მოწყობილ სამოქალაქო საპროტესტო აქციების მონაწილეებსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა