ირანში სიკვდილით დასაჯეს ოთხი ეთნიკური ქურთი, უსამართლო სასამართლოს შესახებ განცხადებების მიუხედავად

ირანში ჩამოხრჩობით დასაჯეს სიკვდილით ოთხი ეთნიკური ქურთი – ოთხივე მათგანი 30 წელზე ნაკლები ასაკის – რომლებიც დამნაშავედ სცნეს ს სასარგებლოდ ჯაშუშობაში, მიუხედავად უფლებადამცველი ჯგუფების პროტესტისა, რომ ისინი დამნაშავედ სამართლიანი სასამართლოს გარეშე იქნენ აღიარებული.
29 იანვარს სიკვდილით დასჯილი პირების სახელებია მოჰამად ფარამარზი, მოჰსენ მაზლუმი, ვაფა აზარბარი და ფეჯმან ფატეჰი, ისინი დამნაშავედ სცნეს ქალაქ ისპაანში ბომბის აფეთქების დაგეგმვაში, ისრაელთან თანამშრომლობით – რასაც ბევრი ეჭვქვეშ აყენებს.
ირანის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო Mizan-ი წერს, რომ გასულ ზაფხულში დაპატიმრებულ ოთხეულს კავშირები ჰქონდა ისრაელთან – თუმცა ფაქტები ბუნდოვანია, იურიდიული პროცესის გასაიდუმლოების გამო. ამ პროცესს მწვავედ აკრიტიკებდნენ ბრალდებულების ნათესავები და უფლებადამცველები, რომლებიც სიკვდილით დასჯას უსამართლოდ მიიჩნევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა