ირანში ორი დღის წინ მომხდარი აფეთქებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა – აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

ირანში, ორი დღის წინ მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. BBC-ის ინფორმაციით, დაჯგუფებამ განცხადება “ტელეგრამ” არხების საშუალებით გააკეთა და აღნიშნა, რომ ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ქამრები 20 წუთის შუალედით აამოქმედა.
ირანის ქალაქ კერმანში, ირანის ელიტური “ყუდსის ძალების” ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს ორი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც უამრავი ადამიანი სოლეიმანის მკვლელობის მეოთხე წლისთავზე, მისთვის პატივის მისაგებად, მსვლელობას მართავდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად თითქმის 100 ადამიანი დაიღუპა. მანამდე ირანმა მომხდარში და შეერთებული შტატები დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ

გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს

მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა