“ირანში ბირთვული ობიექტი დაბომბეს – არის თუ არა საფრთხე საქართველოსთვის?” – ანა კოლ-შიმშილაშვილი

26
ქართველი ებრაელი ანა კოლ-შიმშილაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
🔴 ირანში ბირთვული ობიექტი დაბომბეს – რამდენად ახლოსაა და არის თუ არა საფრთხე საქართველოსთვის❓
📌ანტიისრაელური ქართულენოვანი პროპაგანდისტები სიცრუეს ავრცელებენ❗ ისინი საქართველოს მოსახლეობას აშინებენ, რომ ირანში ისრაელმა ბირთვულ ობიექტს დაარტყა და საფრთხე ემუქრება ვითომ საქართველოს ⁉️
❗ საქართველოს საფრთხე არ ემუქრება.
❗ დაარტყეს არა ბირთვულ ობიექტს, არამედ მძიმე წყლის რეაქტორს.
🔻🔻
📢 ირანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ხონდაბში (არაკის მახლობლად) მდებარე მძიმე წყლის რეაქტორის კომპლექსი საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა.
❓ რა არის ეს ობიექტი?
↘️ ხონდაბის (არაკის) კომპლექსი ირანის ბირთვული პროგრამის ნაწილია;
↘️ აქ იგეგმებოდა მძიმე წყლის რეაქტორის ამუშავება, რომელიც პლუტონიუმის წარმოებას უკავშირდება;
↘️ ობიექტი ამ ეტაპზე, ჯერ დასრულებული არ იყო და ბირთვულ საწვავს არ შეიცავდა;
↘️ შესაბამისად, რადიაციული საფრთხე ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა❗
📍 სად მდებარეობს ეს ბირთვული ობიექტი და რამდენად ახლოს არის საქართველოსთან❓
↘️ ობიექტი მდებარეობს ქალაქ არაკთან, ირანის ცენტრალურ ნაწილში (მარკაზის პროვინცია);
↘️ თეირანიდან დაახლოებით 250 კმ სამხრეთ-დასავლეთით;
↘️ თბილისიდან არაკამდე პირდაპირი მანძილი დაახლოებით 1,200-1,300 კილომეტრია
↘️ ეს ნიშნავს, რომ გეოგრაფიულად ობიექტი რეგიონში შედარებით ახლოსაა, თუმცა პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს ❗(თუ რატომ ზემოთ დავწერე)
⚠️ რა მოხდა რეალურად?
↘️ დაფიქსირდა მინიმუმ 2 საჰაერო დარტყმა;
↘️ მსხვერპლი არ არის;
↘️ ირანი აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლქვეშაა;
🔴 ეს არის პირდაპირი დარტყმა ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტზე. რადიაციული რისკი არ არსებობს❗❗