ირანულმა სასამართლომ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის აშშ-ს $50 მლრდ-ის გადახდა დააკისრა

თეირანში, სასამართლომ, რომელიც საერთაშორისო საქმეებს განიხილავს, -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მასთან დაკავშირებულ 42 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში მონაწილეობისთვის, ჯამში 49,77 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე 3 318 მოსარჩელისთვის. სასამართლოს განცხადებით, თანხა გამოყენებული იქნება მსხვერპლთა კომპენსაციისთვის, რომლებმაც მიიღეს ზიანი გენერალ სოლეიმანის მკვლელობით.
გენერალი ყასემ სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის საჰაერო ძალების საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. სარაკეტო დარტყმა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ს პირადი ბრძანებით განხორციელდა.
გენერალი სოლეიმანი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) ელიტარულ ყუდსის ძალებს ხელმძღვანელობდა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამხედრო დაზვერვაზე, ასევე სპეცოპერაციებზე ირანის გარეთ. განყოფილება პირდაპირ ექვემდებარება რესპუბლიკის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის.