ირანულმა მხარემ უარი განაცხადა ამერიკის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის შესრულებაზე – შეწყვიტოს ურანის გამდიდრება

Wall Street Journal-ის ცნობით, ირანულმა მხარემ ვაშინგტონის მოთხოვნების ნაწილი უარყო. მათ შორის, უარი განაცხადა ამერიკის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის შესრულებაზე – შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, ირანული მხარე ასევე უარყოფს, რომ შეზღუდვები დააწესოს სარაკეტო არსენალზე.
🔴 მათივე ცნობით, -ს ირანთან 3 ძირითადი მოთხოვნა აქვს: ირანის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრების სრული შეწყვეტა, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარაკეტო არსენალზე შეზღუდვების დაწესებას და რეგიონში არსებული ყველა პროქსი ძალისთვის, მათ შორის ჰეზბოლასთვისა და ჰამასისთვის, დაფინანსებისა და შეიარაღების მიწოდების შეჩერებას.