ირანმა კატარში -ის საჰაერო ბაზას ბალისტიკური რაკეტები ესროლა

ირანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს, 23 ივნისს, კატარში, ალ-უდეიდის ამერიკულ საჰაერო ბაზას რაკეტებით დაესხნენ თავს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თეირანის ბირთვულ ობიექტებს დაესხა თავს საჰაერო ძელების მეშვეობით.
ირანი შეერთებულ შტატებს საპასუხო ზომებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც ამერიკულმა ბომბდამშენებმა შაბათ-კვირას ირანის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებს შეუტიეს, რითაც, ფაქტობრივად, შეუერთდნენ ს საჰაერო ომს თეირანის წინააღმდეგ.
ირანის სამხედრო ძალებმა თქვეს, რომ თავდასხმა „გამანადგურებელი და ძლიერი“ იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საჰაერო ბაზაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზაა, თავდასხმის შედეგად აშშ-ის არცერთი სამხედრო არ დაღუპულა და არც დაშავებულა.
კატარის თავდაცვის მინისტრმა „ალ ჯაზირას“ განუცხადა, რომ მისი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩაჭრა ალ-უდეიდის საჰაერო ბაზისკენ მიმართული რაკეტები, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ობიექტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც