ირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯა

ირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯა, – ამის შესახებ განცხადებას ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.
„ეს ადამიანი უცხოურ სამსახურებთან თანამშრომლობდა, თანამოაზრეებთან ერთად საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა და უცხოურ სამსახურებს, მათ შორის „მოსადს“ დოკუმენტებს აწვიდიდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჯაშუშობაში ბრალდებილი პირი, რომლის ვინაობაც უცნობია, სიკვდილით ზაჰედანის ციხეში დასაჯეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ